fbpx

რომელი NFT-ები ინარჩუნებენ ფასს ,,დათვის ბაზრის’’ ფონზე?

ფონზე

რომელი NFT-ები ინარჩუნებენ ფასს ,,დათვის ბაზრის’’ ფონზე?

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტობაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა – მაკროეკონომიკური ფაქტორებითა (აშშში არსებული ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა) და გეოპოლიტიკური პროცესებით (რუსეთუკრაინის მიმდინარე ომიგამოწვეული გაურკვევლობის გამო, ინვესტორები კრიპტოვალუტებისგან თავს შორს იჭერენ და დიდი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, აქტივებს პანიკურად ყიდიან, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებას იწვევს. ამ ვითარების ფონზე, NFT-ების მიმართ ინტერესიც იკლებს და მათი ფასები სულ უფრო და უფრო ეცემა. მაგალითად, 2022 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან, ისეთი ცნობილი პროექტების, როგორებიცაა Azuki და Bored Ape Yacht Club, საწყისი ფასები, შესაბამისად, 58.7%-ითა და 18.6%-ით შემცირდა.

10 ყველაზე ძვირადღირებული NFT

ძვირადღირებული

კოლექციონერები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ციფრული აქტივების შესაძენად. თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი და ამ დროისთვის რომელი NFT-ებია ყველაზე ძვირადღირებული.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში ე.წ. დათვის ბაზარია ჩამოყალიბებული, ზოგიერთი NFT ფასის შენარჩუნებასა და მის ზრდასაც კი ახერხებს.

The Currency (TENDER)The Currency (TENDER)

NFT ბაზარზე 2021 წლის 29 ივლისს გამოჩენილი The Currency (TENDER) შექმნა დემიენ ჰირსტმა, რომელიც მასზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი მხატვრული შემოქმედების ფიზიკური და ვირტუალური ვერსიების  ერთობლიობას წარმოადგენს – იგი ჯამში 10 000 ხელით დახატული ნამუშევრისა და მათი შესაბამისი NFT-ისგან შედგება. აღსანიშნია, რომ თითოეული ფიზიკური ნამუშევარი ხელითაა შექმნილი და  მათზე წერტილები შემთხვევითობის პრინციპითაა განლაგებული. ამასთანავე, ყველა მათგანზე განსხვავებული ფრაზაა დაწერილი.

პროექტიდან ნებისმიერი NFT-ს მფლობელებს ციფრული საკოლექციო მასალის ფიზიკურ ნამუშევარში გადაცვლა შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში, მათი კუთვნილი NFT განადგურდება. ხოლო თუ კოლექციონერები NFT-ს შენარჩუნებას გადაწყვეტენ, გარკვეული დროის შემდეგ, მისი შესაბამისი ფიზიკური ნამუშევარი განადგურდება.

CoinGecko-ს მონაცემებით, The Currency-ს ამჟამინდელი მინიმალური ფასი არის 7.25 ეთერიუმი, რაც პირველი აპრილის მაჩვენებელთან, 3.48 ეთერიუმთან შედარებით, 108.3%-იანი ზრდაა.

Chromie SquiggleChromie Squiggle

პროექტი Chromie Squiggle შექმნა Art Blocks.io-ს დამფუძნებელმა ერიკ კალდერონმა, რომელიც Snowfro-ს სახელითაა ცნობილი. მისი თქმით, თითოეული Squiggle პლატფორმა Art Blocks-ს განასახიერებს.

Chromie Squiggle ბაზარზე 2020 წლის 26 ნოემბერს გამოჩნდა და ის 9 244 NFT-ისგან შედგება. თითოეული მათგანი განსხვავდება ზომით, ფორმით, ფერით, ტექსტურითა და სხვა მახასიათებლებით.

NFT Price Floor-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, Chromie Squiggle-ს მინიმალური ფასი არის 11.69 ეთერიუმი, რაც პირველი აპრილის მაჩვენებელთან, 7.49  ეთერიუმთან შედარებით, დაახლოებით 56%-იანი ზრდაა.

GriftersGrifters

Grifters ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ, გასული წლის დეკემბერში გამოჩნდა. 666 NFT-ისგან შემდგარი პროექტის ავტორი კი ცნობილი არტისტი XCOPY-ია.

XCOPY-ის სხვა ნამუშევრების მსგავსად, Grifters კოლექციაში შემავალ NFT-ებში შავ ფონზე სხვადასხვა მიმიკისა და ატრიბუტის მქონე მუქი ყვითელი, ლურჯი და მწვანე სახეებია გამოსახული.

NFT Price Floor-ის მონაცემებით, ამჟამად Grifters-ის მინიმალური ფასი არის 16.69 ეთერიუმი, რაც 13 აპრილის მაჩვენებელთან, 9.5 ეთერიუმთან შედარებით, დაახლოებით 75.7%-იანი ზრდაა.

Spring Summer Collection 2021Spring/Summer Collection 2021

არტისტ მაიკ ვინკელმანის, რომელიც Beeple-ის სახელითაა ცნობილი, ახალი პროექტი 2021 წლის აპრილში ჩაეშვა. იგი 511 ანიმაციური NFT-ისგან შედგება.

NFT Price Floor-ის მონაცემებით, ამჟამად კოლექციის მინიმალური ფასი არის 17.5 ეთერიუმი, რაც პირველი აპრილის მაჩვენებელთან, 15.99 ეთერიუმთან შედარებით, დაახლოებით 9.5%-იანი ზრდაა.

1111

1111

1111 არის მხატვარ კევინ აბოშის პროექტი, რომელიც ამავე რაოდენობის NFT-ისგან შედგება. კოლექცია ბაზარზე 2021 წლის 20 მარტს გამოჩნდა.

NFT Price Floor-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე კოლექციის მინიმალური ფასი არის 3.4 ეთერიუმი, რაც პირველი აპრილის მაჩვენებელთან, 3.3 ეთერიუმთან შედარებით, დაახლოებით 3%-იანი ზრდაა. მართალია, მეორე კვარტლის განმავლობაში მისი ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა ის სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ბაზარზე არსებული მდგომარეობის ფონზე, კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post