fbpx

Facebook Reels-ებს ახალი ფუნქცია ემატება

Reels

Facebook Reels-ებს ახალი ფუნქცია ემატება

Meta-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ფეისბუქის რილსები 90 წამამდე გაიზრდება და მას ახალი კრეატიული ინსტრუმენტები ექნება. აქამდე Facebook Reels შეზღუდული იყო 60 წამამდე. ცვლილებები რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, რაც Meta-მ ინსტაგრამის რილსების ხანგრძლივობა ასევე 90 წამამდე გაზარდა. ამას მოჰყვა TikTok-ის ვიდეოების ხანგრძლივობის გაზრდაც 10 წუთამდე.

კომპანია ასევე ავრცელებს უფრო კრეატიულ ინსტრუმენტებს, მათ შორის შაბლონების ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან რილსი ტრენდული შაბლონებით. ახალი ფუნქცია, რომელიც გასულ წელს გავრცელდა Instagram Reels-ში, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან ახალი რილსი იგივე სტრუქტურის გამოყენებით, რომელსაც ახლახან უყურეს. შაბლონები გარკვეულწილად გავს TikTok-ის შაბლონის ვარიანტს.

გარდა ამისა, Facebook Reels იღებს ახალ „Grooves“ ფუნქციას, რომელიც ავტომატურად ასწორებს და ასინქრონიზებს თქვენს ვიდეოში არსებულ მოძრაობას თქვენს საყვარელ სიმღერასთან ვიზუალური ბიტის ტექნოლოგიის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ რილსის ყველა ეს ახალი ფუნქცია პირველად ინსტაგრამზე შვიდ თვეზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა და ახლა უკვე Facebook-ზეც გამოჩნდება.

მეტა ამბობს, რომ Reels არის მისი ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმატი. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლების მიერ Reels-ის შექმნის რაოდენობა Facebook-სა და Instagram-ზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. Meta გეგმავს გააგრძელოს რილსისთვის ახალი ფუნქციების შექმნა, რათა კრეატორებს მუშაობა გაუადვილოს.

Android-ს ახალი ფუნქციები ექნება

Android

Android-მა ცოტა ხნის წინ ახალი ფუნქციების შესახებ დააანონსა. ქვემოთ მოცემულია ოთხი ძირითადი ახალი ფუნქცია, რომელიც დღესდღეობით უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post