ინსტაგრამ სთორებზე ვიდეო აღარ გაიყოფა
Instagram-ი ავრცელებს ინფორმაციას ახალ შესაძლებლობაზე, რომლის საშუალებითაც 60 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეო კლიპებს აღარ დაყოფს სეგმენტებად. კომპანიამ ცვლილებების ტესტირება შერჩეულ მომხმარებლებთან ბევრად ადრე, გასული წლის ბოლოს დაიწყო. დღეს კი, მსოფლიოს ყველა მომხმარებლისთვის გააქტიურა.
“ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ჩვენი პლატფორმის გაუმჯობესებაზე”– განაცხადა Meta-ს სპიკერმა. „ახლა, თქვენ შეძლებთ უწყვეტად ატვირთოთ ვიდეო ნაცვლად იმისა, რომ ავტომატურად განცალკევდეს 15 წამიან კადრებად.”
ახალი ცვლილება მისასალმებელია, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სხვების Story-ებს თვალს ადევნებს. ერთადერთი შეფერხება შეიძლება იყოს მხოლოდ მათთვის, ვისაც მოსწონს ძალიან მოკლე ისტორიების გავრცელება დანაწევრებულად.
გარდა ამისა, უფრო გრძელი “უწყვეტი” სთორების გამოქვეყნების შესაძლებლობა გარკვეულწილად უახლოვდება Reels-ის ხანგრძლივობას. რეალურად, ახლა მომხმარებელს აქვს ორი ვარიანტი 60-წამიანი ვიდეოს გამოქვეყნებისას.
აშკარაა, რომ ინსტაგრამი ეტაპობრივად ზრდიდა დროის ლიმიტს ვიდეო პროდუქტებზე. რადგან ჯერ ივნისში გაზარდა Reels-ის დრო 60-დან 90 წამამდე. ცოტა ხნის წინ კი შეცვალა სისტემა, რომლის მიხედვითაც ვიდეო პოსტები, რომლებიც 15 წუთზე ხანმოკლეა ავტომატურად ვრცელდება როგორც Reels-ი.
რეალურად, ინსტაგრამის ვიდეო მახასიათებლებში ცვლილებები გასაკვირი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ინსტაგრამის ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ ჩამოაყალიბა ინსტაგრამის პრიორიტეტები 2022 წლისთვის. მან თქვა, რომ კომპანია გააორმაგებდა ვიდეოების ხანგრძლივობას story-ზე გამოქვეყნებლად. ადამმა ახსენა ისიც, რომ ინსტაგრამი გააერთიანებდა თავის ყველა ვიდეო პროდუქტს Reels-ის ირგვლივ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზღვრები Stories-სა და Reels-ს შორის კიდევ უფრო დაახლოვდებოდა.
ყველა ცვლილება ხდება იმის გამო, რომ ინსტაგრამმა TikTok-გან გადმოიღო ვიდეო ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებმა სამწუხაროდ, უგულებელყვეს და მოუწოდებდნენ მას ცვლილებების გაუქმებაზე. თუმცა, აღნიშნულ წინააღმდეგებობას ინსტაგრამისთვის გავლენა არ ჰქონია და არ შეუჩერებია ის განვითარებისგან.
უფრო მეტიც, Story-ის ბოლო ცვლილება ისედაც მიუთითებს იმაზე, Instagram-ი კვლავ მყარად განაგრძობს პროგრესს იმისათვის, რომ იყოს ვიდეოზე ორიენტირებული პლატფორმა.