როგორ მივიღოთ პასიური შემოსავალი NFT-დან?
NFT-ები დღესდღეობით ბევრისთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს და ისინი ამ შემოსავალს ციფრული აქტივის ყიდვა-გაყიდვით ან უბრალოდ შექმნით და შემდეგ გაყიდვით იღებენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საამისოდ რამდენიმე პასიური გზაც არსებობს.
შემოსავალი NFT-ების გაქირავებით
რამდენიმე GameFi პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ პასიური შემოსავალი თქვენი NFT-ებიდან თქვენი ციფრული კოლექციების NFT მოთამაშეებზე გაქირავებით. ეს არის ახალი ტენდენცია ბლოკჩეინის სათამაშო სივრცეში, რომელიც პასიური შემოსავლის მიღებისთვის იდეალურ გზას წარმოადგენს. ხოლო იმისთვის, რომ თქვენი NFT გასაქირავებლად უფრო მიმზიდველი გახდეს, შეგიძლიათ, თავდაპირველად რამდენჯერმე თავადაც იქირაოთ და გააუმჯობესოთ მისი სათამაშო მაჩვენებელი.
შეგიძლიათ იქირაოთ ისეთი ნივთები, როგორიცაა პერსონაჟების სკინები, ინოვაციური იარაღი და უნიკალური ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის შიდა ახალი ფუნქციების განბლოკვა.
ხოლო საიმისოდ, რომ ქირავნობის გარიგების პირობები დარეგულირდეს, გამოიყენება ისეთი ჭკვიანი კონტრაქტები, როგორიცაა ქირავნობის ხელშეკრულების ხანგრძლივობა და იჯარის ტარიფი.
მუდმივი შემოსავალი თქვენ მიერ შექმნილი NFT-დან
NFT ინდუსტრიაში 2021 წელს მილიარდობით დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა. ამ ციფრული აქტივების შემქმნელები კი ცდილობენ, ნამუშევრების ბაზარზე გატანით მოგების ნაწილი მიიღონ. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის პასიური შემოსავლის გამომუშავება NFT ჰონორარის მეშვეობით.
როგორც შემქმნელს, შეგიძლიათ დააწესოთ პირობები, რომლებიც ვალდებულს ხდის მომდევნო მფლობელებს, ჰონორარი ნებისმიერ დროს გადაგიხადონ, როცა თქვენი NFT მეორად ბაზარზე ივაჭრებს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წილი მუდმივად.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ თქვენი NFT-ის ჰონორარად 5%, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ რეალური გაყიდვის ფასის 5%-ს ყოველ ჯერზე, როცა თქვენს ციფრულ ნამუშევარს ხელახლა იყიდიან.
ყველაფერი NFT-ის შესახებ
NFT იშიფრება, როგორც Non-fungible Token – სიტყვა Non-fungible კი მის უნიკალურობას აღნიშნავს, ანუ მას ვერაფრით ჩაანაცვლებთ. უფრო გასაგები რომ იყოს, ყველასათვის ცნობილი ბიტკოინი არის Fungible – ერთ ბიტკოინს თუ მეორეზე გადაცვლით, ისევ იმავეს მიიღებთ. NFT-ის შემთხვევაში ასე არ ხდება – თუ ერთ მათგანს მეორეზე გადაცვლით, სრულიად განსხვავებული რამ დაგრჩებათ. და მაინც, რა არის NFT?
NFT სტეიკინგი
ეს არის თქვენი NFT აქტივების დროებითი გაყინვა – თქვენ “ყინავთ” მათ გარკვეული ვადით, არ იყენებთ მას და ამ ვადის დასრულების შემდეგ იღებთ მოგებას. გარკვეულწილად, ეს ბანკში ანაბრის გახსნას გავს, თუმცა, ბანკის სარგებელთან შედარებით, NFT-ების გაყინვა ბევრად მეტ შემოსავალს იძლევა.
როდესაც ჩვენ NFT-ებს “ვყინავთ” ისინი რეალურად დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებში იწყებენ მონაწილეობის მიღებას. ხოლო იმისთვის, რომ NFT-ები სტეიკინგი შეძლოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კრიპტო საფულე.