fbpx

2022 წლის პროგნოზები ფინტექში

ფინტექში

2022 წლის პროგნოზები ფინტექში

უილ მარვიკმა, IFX Payments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გადაწყვიტა, აუდიტორიისთვის გაეზიარებინა მომავალი წლის პროგნოზები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ფინტექში:

2021 წელი ბევრისთვის იყო გაჯანსაღებისა და შესაძლებლობების წელი პანდემიით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ინდუსტრია იბრძოდა შეფერხებისგან თავის დასაღწევად, ბევრმა ფინტექ კომპანიამ მოახერხა საკუთარი პოზიციის გაუმჯობესება მტრულ ეკონომიკურ კლიმატში ინოვაციების, ხელსაყრელი დაფინანსებებისა და ხედვის შედეგად, თუ როგორ შეუძლია პროდუქტებმა შეცვალოს მომხმარებლების ცხოვრება. როგორც ინდუსტრიამ, ფინტექ კომპანიებმა აჩვენეს, რომ ისინი არიან მეტად მდგრადები და მომხმარებლების საჭიროებებზე მუდამ ორიენტირებულები. სწორედ ამან განაპირობა მათი მხრიდან ღია საბანკო და უკონტაქტო გადახდების ბუმი პანდემიის განმავლობაში. შესაბამისად, ამ სფეროში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უკვე ყველას უბიძგებს, იმუშაონ უფრო ჭკვიანურად და ძლიერად.

სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გაერთიანებული სამეფოს FinTech დაფინანსება 2021 წლის პირველ ნახევარში გაორმაგდა და $11,4 მილიარდი შეადგინა, რაც მიუთითებს ინვესტორების ნდობაზე ინდუსტრიაში. ეს გზას გაუხსნის შემდგომ შესაძლებლობებს ინოვაციებისა და ფინანსური სერვისების უკეთესობისკენ შეცვლისთვის.

და ახლა, როცა 2022-ში სულ ახლახან შევაბიჯეთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ახალი, განვითარებადი ტენდენციები, რომლებიც, გარკვეულწილად, შეცვლის ინდუსტრიას. გადავწყვიტეთ, სწორედ ამ ცვლილებებსა და პროგნოზებზე გესაუბროთ.

პარტნიორობები ფინტექში

2022 წელს ჩვენ ვიხილავთ უფრო დიდ თანამშრომლობებს სერვისების პროვაიდერებს შორის მთელ ინდუსტრიაში. იყო პარტნიორი და არა კონკურენტი, ამ სექტორში წარმატების მიღწევის გასაღებია. როგორც ამოსავალი წერტილი, ყველა ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატება მოდის სხვისი ძლიერი მხარეების გამოყენებით საკუთარი თავის გასაძლიერებლად. ბიზნესებმა უნდა აღიარონ, რომ ყველაფერში საუკეთესოები ვერ იქნებიან და ამას დაუპირისპირდნენ სტრატეგიული პარტნიორობის შექმნით. საბოლოო ჯამში, სექტორის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა და მათი მოზიდვა ფინტექებს საშუალებას აძლევს, გააფართოვონ თავიანთი შესაძლებლობები და გამოირჩეოდნენ კონკურენტებისგან. რეალურად, ფინტექ კომპანიების პროდუქტს უფრო მეტად ღირებულს სწორედ ეს ხდის – სტრატეგიული ინტეგრაციები სხვა კომპანიებთან.

მომხმარებელთა გადახდის ჩვევების შეცვლა ღია ბანკინგის საშუალებით

ღია ბანკინგი 2021 წლის აქტუალური თემა იყო და ვიცით, რომ მუშაობა ამ სფეროში გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის სამუშაოების უმეტესობა ღია ბანკინგის ირგვლივ საკმაოდ კონცეპტუალური იყო, მან გზა გაუხსნა ინოვაციურ იდეებს და მომხმარებელთა გაძლიერებულ გამოცდილებას. ეჭვგარეშეა, რომ ღია ბანკინგს მომხმარებლებისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს, ანგარიშსწორება უფრო სწრაფი, უფრო იაფი და უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის; მაგრამ ახლა ის დგას გამოწვევის წინაშე, მოიზიდოს კლიენტები და კონკურენცია გაუწიოს ბარათით გადახდების მოხერხებულ და მარტივ გზას, რომელიც სმარტფონების მეშვეობით ხორციელდება. არის მოლოდინი, რომ ადამიანების გადახდის მეთოდი შეიცვლება და ეს იქნება დომინანტური თემა ამ წელს ფინტექში.

ყველაფერი, რაც ღია ბანკინგის და ფინტექის შესახებ უნდა იცოდე

ღია ბანკინგის

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საბანკო და ფინანსური ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაიწყო ღია ბანკინგის ერა და მასთან ერთად, ფინტექ ეკოსისტემის ზრდა. მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა – ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შემუშავებაზე 2020  წელს დაიწყეს მუშაობა.

რეგულაციების გაძლიერება ფინტექში

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციებს ნამდვილად დიდი ყურადღება ექცევა დღესდღეობით ფინტექში და ამის შესახებ აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა PSP-ებსა და EMI-ებს (საგადახდო სერვისების პროვაიდერები), რათა მომხმარებლის სახსრები ადეკვატურად დაცული იყოს. კლიენტის ფულის სწორად დაცვა არის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ ყურადღებას – ამ წელს ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არის ვალდებულება, რომელშიც ფირმები აქტიურად ახდენენ ინვესტირებას.

დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვა

ეს, სავარაუდოდ, იქნება კარი ბევრი ბანკისთვის კრიპტოსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მისაღებად. ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურა წარმოუდგენლად ძლიერი სისტემაა, რომელსაც შეუძლია რევოლუცია მოახდინოს ინდუსტრიაში მრავალი მახასიათებლის მეშვეობით, რომელიც არ შემოიფარგლება მყისიერი გლობალური ანგარიშსწორებისა და ტრანზაქციის მონიტორინგის შესაძლებლობებით. საბოლოო ჯამში, 2022 წელს კიდევ უფრო გაიზრდება ფინტექ-ინდუსტრიაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის წილი.

დაბოლოს, 2021 წელს დაფიქსირდა დიდი ინოვაციური ნაბიჯები გადახდებისა და ფინტექ ინდუსტრიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, 2022 წელს, ეს ცვლილებები კვლავ მსგავსადვე გაგრძელდება ინდუსტრიაში. ფინტექი გააგრძელებს ადაპტაციას და ზრდას, რათა მოერგოს მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებს. შედეგად, ჩვენ ვიხილავთ ნაბიჯებს პარტნიორობას, ღია ბანკინგის, რეგულაციისა და ციფრული ვალუტის მიმართულებით მთელ ინდუსტრიაში.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post