fbpx

20 პრინციპი სტარტაპის ზრდისთვის

startup growth

20 პრინციპი სტარტაპის ზრდისთვის

სტარტაპის გაზრდის და გაფართოების პრინციპებზე პირდაპირ თუ ირიბად უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ. ამ სტატიაში კი გვსურს თემასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი პრინციპი გავაერთიანოთ. გახსოვდეს, რომ ამ ჩამონათვალის მთავარი აზრი არსებობისთვის საშიში შეცდომების თავიდან არიდებაა. ახლა კი დავიწყოთ უკუსვლით.

20. იყავი მოქნილი

მოქნილობა და ადაპტირებულობის უნარი (ერთად) წარმატების მთავარი გასაღებია, რომლის არქონის გამოც სტარტაპების 7% ფეილდება. ცვლილებისთვის მზაობა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია: დაწყებული იდეის შეფასებიდან, დასრულებული სამიზნე სეგმენტის ცვლილებით. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე სწრაფად მზარდ სტარტაპთან გვაქვს, რომელსაც მუდმივად სჭირდება განახლება, ბიზნეს მოდელის ცვლილება ან „ტალანტების“ დამატება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთულია: იმის გაანალიზება, თუ რა კონკრეტული უნარი გჭირდება ახალ ეტაპზე და ამის მიხედვით თანამშრომლების გათავისუფლება, მძიმე ემოციურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც სტარტაპერებს ისედაც არ აკლიათ.


19. სამსახურის და პირადი ცხოვრების ბალანსი

შეიძლება ფიქრობ, რომ ბევრი შრომა მრავალსაათიან მუშაობას ნიშნავს. ან გგონია, რომ წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობები 200%-ით უნდა გამოავლინო. ამ მიდგომის გამო სტარტაპების 8% წყვეტს არსებობას. მიზეზი – სამსახურეობრივი „გადაწვაა“. მუშაობასთან ერთად საკუთარ კეთილდღეობაზე, ოჯახზე და საყვარელ ადამიანებზეც უნდა იფიქრო. მათთან ერთად დროის გატარება დასვენებაში დაგეხმარება და მუშაობის დროსაც უფრო პროდუქტიული იქნები. ნუ აიღებ ყველა მცირე დეტალს საკუთარ თავზე. გადაანაწილე პასუხისმგებლობები გუნდის წევრებს შორის.

18. კავშირი

ეს პრინციპი კავშირების და ნეთვორქინგის ძალას ეძღვნება. დაუკავშირდი შენს მეგობრებს, მათ მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, ნაცნობებს… ამ გზით შენი იდეის გაცნობას მილიონობით ადამიანისთვის შეძლებ. გააცანი შენი წამოწყება და სთხოვე მოგცენ უკუკავშირი. არ დაივიწყო ანგელოზი ინვესტორები. ჰკითხე რჩევა. შენი წარმატება ხომ მათი წარმატებაცაა.

17. გაითვალისწინე კანონმდებლობა

სტარტაპები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბიზნესის საწარმოებლად მნიშვნელოვანია კანონის გათვალისწინება. ყველა ქვეყანას საკუთარი წესები აქვს. იმისთვის, რომ მათთან პრობლემები არ შეგექმნას, მოგიწევს სამართლის ექსპერტი დაიქირავო ან თავად გაერკვე საფუძვლიანად. გახსოვდეს, რომ თუ ამ ასპექტს საქმის წარმოებისას არ გაითვალისწინებ, საბოლოოდ შენი პროდუქტის განსავითარებლად საჭირო მთელი ბიუჯეტი ადვოკატებში და სასამართლო პროცესებში დაიხარჯება.

დაუკავშირდი შენს მეგობრებს, მათ მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, ნაცნობებს… ამ გზით შენი იდეის გაცნობას მილიონობით ადამიანისთვის შეძლებ.

16. გაყიდე შენი ხედვა

იდეის და ხედვის Pitching უმნიშვნელოვანესია. თუ არ გყავს ანგელოზი ინვესტორები ან venture capitalists, რომლებიც ფინანსურად ზურგს გაგიმაგრებს, მაშინ ბიზნესის შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარება გაგიჭირდება.  ინვესტორები რომ მოიზიდო PR სპეციალისტი გჭირდება. უნდა აიყვანო ადამიანი, რომელიც ისეთი მოტივირებული იქნება შენი იდეის გაყიდვისთვის, თითქოს ამაზე მისი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ამაზე განსაკუთრებით Series A ინვესტირების ეტაპზე უნდა იზრუნო რადგან ამ დროს ფინანსების მოძიებაზე შენი მასშტაბირებაა დამოკიდებული.

15. სწორი მომენტი სწორი მარკეტისთვის

თუ შენი ბიზნესი კარგად ვითარდება, ეს არ ნიშნავს ახალ ბაზარზე გასასვლელად მომენტალურ მზადყოფნას. ადგილობრივი სამიზნე სეგმენტის აღფრთოვანება შენს პროდუქტს ყველასთვის მოსაწონად არ აქცევს. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ სხვადასხვა მარკეტებს, სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული წესები აქვთ. ასე რომ ბაზარზე შესვლამდე კარგად უნდა შეისწავლო იქ არსებული კანონები. გახსოვდეს ოქროს წესი: დაიწყე პატარა MVP-ით და შემდეგ მასშტაბირდი.

14. თავად იყავი შენი პროდუქტის კლიენტი

სტარტაპების 9% პროდუქტის დამფუძნებლების ნაკლები ინტერესის გამო ფეილდება. თუ მხოლოდ ბიზნესის მართვა გინდა, თუმცა არ გადარდებს შენი პროდუქტი და ვერ ხედავ მის მომავალს, არ გესმის მისი საჭიროება და ნიუანსები, მაშინ წარმატების შანსი არ გაქვს. სწორედ ამიტომ საუკეთესო გზა კომპანიის შესაქმნელად იმ პროდუქტის წარმოებაა, რომელსაც თავად იყენებ.

13. ილოცე შენი ცვლილებების სისწორისთვის

ცვლილებები კარგია. თუმცა ყველა ცვლილება კარგი არ არის. შენმა სტრატეგიამ შეიძლება არ იმუშაოს. შერჩეულ მომხმარებლებს შენი პროდუქტი არ უნდოდეთ. ეს ბაზარი შენთვის შესაძლოა შეუფერებელი იყოს. საერთოდაც პროდუქტის არასწორად შექმნის საშიშროებაც არსებობს. თუმცა შეცდომა არ ნიშნავს ყოველთვის საბოლოო განადგურებას. მის გამოსწორებას მუდმივად უნდა ეცადო. Fall, rise, come back stronger.

12. გაიარე პერსონალური ტესტები

აქსელერატორებში მონაწილეობისას სტარტაპერებს პერსონალური ტესტების გავლას ხშირად სთხოვენ. მათი წყალობით დაადგენ გაქვთ თუ არა შენ და შენს გუნდს პროდუქტის საწარმოებლად საჭირო უნარები. დაადგენთ თუ რა ტალანტები გჭირდება გუნდში და რამდენად შეძლებენ ეს ადამიანები დანარჩენ გუნდთან ერთად ჰარმონიულად მუშაობას. ამ პროცესით გუნდის პოტენციურ პრობლემებსაც განიხილავთ და მათ გადასაჭრელად წინასწარ მოემზადებით.

11. ფოკუსირდი

ყურადღების გაფანტვა ძალიან მარტივია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგაბნიოს პირადმა პრობლემებმა, გამაღიზიანებელმა ინვესტორებმა ან გუნდის წევრებმა. ამ მიზეზით სტარტაპების 13% არსებობას წყვეტს. თუ არ გინდა მათ შორის შენც მოხვდე ფოკუსირდი მხოლოდ და მხოლოდ შენს იდეაზე და მის განვითარებაზე.

ლოგიკის და ემოციების ბალანსის მნიშვნელობა ანტრეპრენერებისთვის

ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი საქმის შესრულებისას ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია. ჩვენ ხშირად ვიხლიჩებით ძლიერ ემოციებსა და ლოგიკურ მსჯელობას შორის. შედეგად ზოგი ინსტინქტს ენდობა და გადაწყვეტილებას ცხელ გულზე იღებს.

10. შეარჩიე სწორი დრო

შესაძლოა ბაზარზე ადრე გახვიდე და შენი პროდუქტი საკმარისად კარგი არ აღმოჩნდეს. ან დააგვიანო და ამით შენი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. როგორ უნდა მიხვდე როდისაა სწორი დრო? შექმენი პროტოტიპი, დარწმუნდი, რომ ის თავისი შეზღუდული მახასიათებლებითაც კარგია და ნუ დააყოვნებ. ნუ ეცდები ყოველმხრივ დახვეწილი პროდუქტის შექმნას. მაინც არ გამოგივა. გახსოვდეს, ნებისმიერი პროდუქტის საბოლოო ვარიანტი თავდაპირველი MVP-სგან ყოველთვის განსხვავდება. ეს კი სწორედ მომხმარებლების უკუკავშირის წყალობით ხდება.

9. არ დაივიწყო მომხმარებლები

ეს ერთ-ერთი მთავარი წესია. ბოლოს და ბოლოს მომხმარებლების გარეშე შენი ბიზნესი უბრალოდ ვერ იარსებებს. უნდა გაარკვიო: რა უნდათ მათ? რა სჭირდებათ? ვინ არიან? ნამდვილად იცნობ თუ არა? იცი ვინ არიან  შენი პროდუქტის early adopter-ები? გაგიკვირდება და მომხმარებლების დაიგნორების გამო სტარტაპების 14% ფეილდება. ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ მოკლევადიან შემოსავლებს და ამით გრძელვადიან ხედვას კარგავენ.

8. შექმენი ძალიან კარგი მარკეტინგული გეგმა

სამიზნე სეგმენტის ცნობა, მათი მოზიდვისთვის საჭირო ხერხების ცოდნა და შემდგომ მათი მომხმარებლებად გადაქცევა ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მოახდენ პროდუქტის პრომოციას, მაშინ დაიქირავე ის ვინც ამაში ერკვევა.

7. შეიმუშავე სწორი ბიზნეს მოდელი

სწორი ბიზნეს მოდელის შესარჩევად დიდი დაკვირვებაა საჭირო. უმჯობესია თუ შენი შემოსავლის სტრიმინგის რამდენიმე გზას შეიმუშავებ. არასწორი ბიზნეს მოდელის შემუშავების გამო სტარტაპების 17% ფეილდება.

6. შექმენი user-friendly პროდუქტი

კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრე მომხმარებლების მნიშვნელობა, მათი საჭიროებები და სურვილები. გახადე პროდუქტის შეძენა და გამოყენება მარტივი. სტარტაპების 17% არსებობას სწორედ „არამეგობრული“ პროდუქტის შექმნის გამო წყვეტს.

5. დაიქირავე ფინანსისტი. ან თავად გაერკვიე სფეროში

ფინანსისტი გჭირდება როგორც შენი გადახდების ისტორიებისთვის თვალყურის სადევნებლად, ასევე ფასის შემუშავების პროცესშიც. ამ შემთხვევაში გაითვალისწინე რომ უმნიშვნელოვანესია არა უბრალოდ შენს წარმოდგენებში არსებული ფასის დაწესება, არამედ მისი თანხვედრა მომხმარებლის მოლოდინებთან. ყველანაირად ეცადე თავიდან აირიდო ფასთან/ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები. გახსოვდეს, ამ მიზეზით სტარტაპების 18% ფეილდება.

4. იყავი კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ

სრულიად ახალ ტექნოლოგიას ან განსხვავებულ პროდუქტს რომ ქმნიდე, მას შემდეგ რაც product/market fit-ს აღმოაჩენ, მიხვდები, რომ მარტო აღარ ხარ. შენ და შენი მომხმარებლები დანარჩენი ბაზრისგან გამოყოფილები არ ხართ. და სავარაუდოა, რომ სულ მალე მარკეტი შენი კონკურენტებით აივსება. იმისთვის, რომ წამყვან ფიგურად დარჩე, შეიძლება ახალი, ინოვაციების დეპარტამენტის შექმნაც კი მოგიხდეს. მოგიწევს მუდმივი კვლევების ჩატარება იმისთვის, რომ ახალ Apple-ად, Amazon-ად ან  Google-ად იქცე.

ფასის შემუშავების სტრატეგიები

ფასის შემუშავება ერთ-ერთი ურთულესი პროცესია სტარტაპებისთვის. ძალიან მაღალია იმის შანსი, რომ პროდუქტს გაუაზრებლად დაბალ ფასს დაადებ და ამით მოგებას დაკარგავ. ან პირიქით, ზედმეტად ძვირადღირებულად შეაფასებ და ხალხის დაინტერესებას ვეღარ შეძლებ.

3. შეარჩიე სწორი ადამიანები

თუ ხარ დამფუძნებელი, რომელიც რიცხვებში ვერ ერკვევა, შეგიძლია სპეციალისტი დაიქირავო. თუმცა თუ არ იცი როგორ შექმნა პროდუქტი, მაშინ სტარტაპი არც კი დააარსო. გადაანაწილე ძალა და პასუხისმგებლობა. შეკრიბე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაეხმარებიან და შეავსებენ. კარგი იქნება თუ გუნდში გეყოლება ექსპერტები ფინანსების, ანალიტიკის, ტექნოლოგიების და ბიზნესის სფეროებიდან.

2. ყურადღება მიაქციე ფულის დინებას

სტარტაპების 29% ფეილდება ბიუჯეტის ამოწურვის გამო. ყოველი ცვლილება, გაზრდის მცდელობა თუ ახალი მომხმარებლის შეძენა ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისთვის, რომ ფუნქციონირება გააგრძელო თანხები გჭირდება. შესაბამისად მოგიწევს ინვესტორებს ფულის გადინების შესახებ ინფორმაცია მუდმივად მიაწოდო და თან იმედი იქონიო, რომ შენს რწმენას არ დაკარგავენ.

1. ფოკუსირდი ბაზრის საჭიროებაზე

სტარტაპების 42% ფეილდება რადგან ისინი აგვარებენ პრობლემას, რომელიც ბაზარზე რეალურად არ არსებობს. ამიტომ სანამ პროდუქტის შექმნას და ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტ სამ მთავარ კითხვას უპასუხე: 1. ვინ არის შენი მომხმარებელი? 2. რა არის მისი პრობლემა? 3. როგორ აპირებ მის გადაჭრას?

მდგრადი, შემოსავლიანი, მასშტაბირებადი და ჯანსაღი ბიზნესის შექმნა, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემას უგვარებს ნამდვილ მომხმარებელს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, ურთულესი, თუმცა ამავდროულად ძალიან ამაღელვებელი პროცესია.

Share this post